ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

რა ტიპის კომპანიები ისარგებლებენ არსებითი საგადასახადო შეღავათებით?

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და საგადასახადო შეღავათები

გაინტერესებთ თქვენს კომპანიას აქვს თუ არა საშუალება, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად გადაიხადოს 5%-ის ოდენობით?

 

ვინ ისარგებლებს საგადასახადო შეღავათებით

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბიზნეს საქმიანობა უკავშირდება:

  • პროგრამული უზრუნველყოფის;
  • კომპიუტერული თამაშების;
  • კომპიუტერული დაპროგრამების;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვა მსგავს საქმიანობებს

თუ კი, მაშინ თქვენ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, უფლება გაქვთ, ისარგებლოთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით.

 

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია?

  • უნდა ჰქონდეს ზემოთ ხსენებული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. ხოლო თუ თქვენი კომპანია არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, მაშინ საკმარისია მხოლოდ უცხოური საწარმოს 2-წლიანი გამოცდილება;
  • თუ თქვენი კომპანიის 50%-ზე მეტი წილის მფლობელ პარტნიორ საწარმოებს დამოუკიდებლად (თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე) აქვთ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. ამ შემთხვევაშიც უფლებამოსილი ხართ, ისარგებლოთ საგადასახადო შეღავათებით.

აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენს კომპანიას მიენიჭება „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსი.

გაითვალისწინეთ, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, მიიღოს ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა სხვა შემოსავალიც, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ სახის შემოსავლები (დღგ-ის გარეშე) ჯამურად არ აღემატება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ სტატუსის ფარგლებში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს.

მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალი პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების მიწოდებიდან წლის განმავლობაში შეადგენს 300,000 ლარს – უფლება გაქვთ, არაუმეტეს 6,000 ლარის (დღგ-ის გარეშე) შემოსავლები მიიღოთ სხვა საქმიანობიდან, მაგალითად იჯარიდან და თქვენ არ გაგიუქმდებათ „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსი.

დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებაში № 619 (2020 წლის 8 ოქტომბერი). კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: services@kudos.ge 

 

ქუდოს ჯორჯია

ვქმნით უკეთეს საფინანსო გარემოს!

გაზიარება: